გიორგი მარგველაშვილი: მე არ მომსვლია არანაირი იმეილი

საქართელოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში უმრავლესობის ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვენეციის კომისისგან მას არანაირი იმეილი არ მისვლია. მისი თქმით, ” ამის გამოძიება კომიკურებს გვხდის.”

“მე არ მომსვლია არანაირი იმეილი, გაეროს გენ მდივნის ემაილები არ მოდიოდა ხოლმე ჩემთან და იკარგებოდა გზაში, ასე რომ არ მიკვირს რასაც ამბობენ. მაგრამ ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ვეუბნებოდით , რომ თქვენი ყოფა გაუმჯობესდება და დღეს ვეუბნებით, რომ გაზის ტარიფი უნდა გაიზარდოს, რომ არის ინფლაცია და ეს პრობლემური არ არის. ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ბანკმა შეცვალა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, შეამცირა. თურმე ეს პრობლემა არ არის. მოდით, გამოვიძიოთ მარგველაშვილმა რომელი იმეილი სად წაიღო. რომ გამოვიძიოთ არც მიმიღია და მაინც რომ გამოვიძიოთ, კომიკურები არა ვართ? “- განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიავღან მუხტარლის საქმეზე ელმან ნასიროვის სკანდალურ განცხადებას სუს-ი პასუხობს
შემდეგი სტატიანატა მახვილაძემ რუსთავი 2 დატოვა