გიორგი მარგველაშვილი: ამომრჩეველს არ ჰქონდეს არჩევანი გასაკეთებელი ცუდსა და უარესს შორის

გიორგი მარგველაშვილი

დღეს არის მიზანი, რომ ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, – ამის შესახებ საქართვერლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “გურჯაანის” ეთერში საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დღეს არ არის საუბარი დემოკრატიის გაღრმავებისთვის ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე და მთავარი მიზანია, საარჩევნო სისტემა გადავიდეს უფრო გაშლილ სივრცეში. “დღეს საკითხი არ დგას, რომ ქართული დემოკრატიის მომავალი უდრის ხელისუფლების ცვლილებას. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მაინც უნდა გავაღრმაოთ დემოკრატიული რეფორმები. აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლების ცვლილებაზე. დღეს უკვე ლაპარაკია დემოკრატიის გაღმავებაზე. მიზანი ის კი არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გავიდეს და რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, დღეს მიზანი არის ის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ ჰქონდეს ცუდსა და უარესს შორის არჩევანი. ანუ ის ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ერთი იყო გადამრჩენელი და მეორე დამანგრეველი და დამანგრეველი უნდა შეეცვალა გადამრჩენელს, შემდეგ როლები იცვლებოდა და შავსა და თეთრს შორის იყო საუბარი. ეს სიტემა უნდა გადავიდეს უფრო გაშლილ, უფრო ვეროპულ სისტემაში და ეს ნათლად ასახავს დემოკრატიულ პროცესს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტამბულის აეროპორტში რუსეთის ორი მოქალაქე თვითმფრინავიდან ჩამოსვეს
შემდეგი სტატია„მე შენ მიწასთან გაგასწორებ!“ – დევნილი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს დაემუქრა