გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ფრაქციის “თანასწორობა” წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ფრაქციის “თანასწორობა” წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უზენაეს საბჭოში კონსულტაცია უმაღლესი საბჭოს ფრაქციის “თანასწორობა” წარმომადგენლებთან ასმათ დიასამიძესა და მედეა ვასაძესთან გამართა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე უვიზოდ ივლიან შენგენის ზონაში
შემდეგი სტატიავახტანგ რჩეულიშვილმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა