გიორგი ლაფერაშვილი: წამზომი ჩართულია… რუსთავი 2 ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას

რუსთავი-2ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი აცხადებს, რომ ორშაბათიდან “რუსთავი-2” წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების აქტიურად დაიწყებს.

როგორც „თაიმერს“ ლაფერაშვილმა განუცხადა, არხი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებმა ამოაგდო ჩვეული რეჟიმიდან.

„ქვეყანა წინასაარჩევნო პროცესში შევიდა, ახლა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ კონცენტრირება იმ არჩევანზე, რომელიც მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ოქტომბერში, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეჟიმში. წამზომი ჩართულია, მონიტორინგიც უკვე მიდის. მთელი ამ სასამართლო პროცესების გამო მაყურებელი მიხვდა, რომ ამოვარდნილი ვიყავით ჩვეული კალაპოტიდან, უფრო მეტს ვსაუბრობდით საკუთარ თავზე, რაც ჩვენი ინტერესი საერთოდ არ არის. იმედია, ორშაბათიდან დაწყნარდება პროცესები, რუსთავი 2 ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენი პროფესიული მოვალეობა შევასრულოთ“-განაცხადა ლაფერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის შს მინისტრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიარუსული ეკლესია სრულიად მართლმადიდებელთა კრების მუშაობაში მონაწილეობისგან თავს იკავებს