გიორგი ლაფერაშვილი – ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს (video)

„რუსთავი 2“-ის გადაცემების მთავარი პროდიუსერის, გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ ისაუბრებს, თუმცა, როგორც ლაფერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის გარემოება, რომ ხანძარი გაჩნდა არასამუშაო საათებში, იმ ადგილას სადაც არავინ არ იყო, გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

„ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. დაახლოებით ღამის 12 საათისთვის, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, რა დროსაც შენობაში მარტო დილის ჯგუფები მორიგეობდნენ და იყო დაცვა, გაჩნდა ხანძარი იქ, სადაც არის ცენტრალური სტუდიები, გადაცემების სტუდიები.

ამ სამი სტუდიის წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე არის ერთგვარი პავილიონი, სადაც ინახება დეკორაციები, ტექნიკური ნაწილია, სადაც წესით არავინ უნდა ყოფილიყო.

https://youtu.be/eIqH7688JFg

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ში სათვალთვალო კამერები დაზიანებულია