გიორგი კვრიკაშვილი : ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები, წელს საპარლამენტო არჩევნებით დავაგვირგვინებთ ამ ციკლს

საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განიხილავს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას როგორც აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში, – ასე უაპსუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილე აშიშ კუმარ სენისთან ინტერვიუში კითხვას, რამდენად საზიანოა საქართველოს პროდასავლელი ლიდერებისთვის ის შეყოვნება, რომელიც დაფიქსირდა ნატოს გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში.

„ჩვენი ხალხი მხარში უდგას მთავრობას ჩვენი ამბიციური რეფორმების გეგმის განხორციელებაში. ვიზების ლიბერალიზაცია საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთსულოვნად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს თვალნათლივ დაანახებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობებს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მართალია, არჩევნების მონაწილე მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის არის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა ძირითადი პარტია ერთსულოვნად ემხრობა დასავლეთში შემდგომ ინტეგრაციას.

„ვარშავის სამიტამდე ყველა წამყვანმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ მიმართვას ნატოს წევრი ქვეყნებისადმი, რომელშიც აისახა თხოვნა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიციაში ევროატლანტიკური საქართველოსთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და წელს საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ დავაგვირგვინებთ ამ ციკლს“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც სრული დატვირთვით მიმდინარეობს, საქართველოს გარეშე არასრულია. დემოკრატიის ხელშეწყობის, განვითარების, მშვიდობის დამყარებისა და ლიბერალიზაციის კუთხით, ევროინტეგრაციის პროცესი უალტერნატივოა.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველომ უკვე მიიღო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სარგებელი. ქართველი ხალხი მომთმენია და რეალისტურად უყურებს იმას, რომ ამას დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა მომავალშიც მხარს დაუჭერს ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკურ ლიდერებს. ყველა ფაქტისა და ასპექტის გათვალისწინებით, ცხადია, რომ როგორც ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზას, ისე თავად ამ მიზანს სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის“,-აღნიშნა გიორგი კირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ემანუელის ზინგერის შეხვდა