“გიორგი კვირიკაშვილს მძიმე ვითარება ექნება, თუ ის გუნდი აღმოჩნდება უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს სთავაზობს”

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და ექნება უარესი, თუ ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს საქართველოს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მესმის რაღაც ასეთი ამბები – კვირიკაშვილს თავი დაანებოს, კვირიკაშვილს რას ერჩის. მე ვერჩი კვირიკაშვილს? როდის და როგორ ვერჩი კვირიკაშვილს? მე იმას ვჩივივარ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს დღესაც და ექნება უარესი, თუ ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება პარლამენტში უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს საქართველოს სთავაზობს. ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება ეს ამბები, როგორ იკვრება ან ვერ იკვრება, რის გარშემო შეიძლება შეიკრას გუნდი, როგორ შეიძლება ეს იყოს მხარდამჭერი მთავრობის ამა თუ იმ მიმართულების და ასე შემდეგ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: უარი ითქვას ეგზიტპოლების გამოცხადებაზე არჩევნების დღის 24 საათამდე
შემდეგი სტატია“საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის დანიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნად”