(video) გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიიდან თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

გლდანში, მე-20 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე.

გლდანში, 21-ე ოლქში, ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

გლდანში, 22-ე ოლქში, კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება ექიმი, ბიზნესმენი ლევან კობერიძე.

დიდუბეში, მე-15 ოლქში, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.

დიდუბეში, მე-16 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ილია წულაია, ბიზნესმენი.

ვაკეში, მე-2 ოლქში, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბიძინა გეგიძე.

ვაკეში, მე-3 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი.

ისანში, მე-8 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი, ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე.

ისანში, მე-9 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად წადგენილია ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე.

ისანში, მე-10 ოლქში, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ბექა ნაცვლიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი.

კრწანისში, მე-7 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ბექა ოდიშარია, საქართველოში ლატვიის საპატიო კონსული.

ნაძალადევში, მე-17 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია იურისტი სოფო კილაძე.

ნაძალადევში, მე-18 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.

ნაძალადევში, მე-19 ოლქში, კანდიდატად დასახელებულია ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია.

საბურთალოზე, მე-4 ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს მამუკა მდინარაძე. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი.

საბურთალოზე, მე-5 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება ნინო გოგუაძე, ემორის უნივერსისტეტის სამართლის სკოლის მაგისტრი.

საბურთალოზე, მე-6 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატია თბილისის საკრებულოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

სამგორში, მე-11 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ინტელექტუალურ კლუბ „რა? სად? როდის?“ პროდიუსერი და წამყვანი გიორგი მოსიძე.

სამგორში, მე-12 ოლქში, მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს მარიამ ჯაში, სოლდარობის ფონდის ხელმძღვანელი.

სამგორში, მე-13 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დეპუტატი შოთა ხაბარელი.

ჩუღურეთში, მე-14 ოლქში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულია დეპუტატი გია ვოლსკი.

 

https://youtu.be/LulM_Tk81Nk

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე მეტად თბილისის საზოგადოებამ იწვნია თავის თავზე ჩარეცხილად კვალიფიცირება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ არჩევნებში გამარჯვებას