გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს დაავალა, რომ ციმციმებიანი ავტომანქანების მოძრაობა მაქსიმალურად შეიზღუდოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შს მინისტრს მიმართა გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა ქალაქის ქუჩებსა თუ ავტობანებზე ციმციმებიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდოს.

ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტომანქანებზე ციმციმა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით იყოს გამოყენებული.

„ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი “ჯიპების” მოძრაობა, არამარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა, გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სოციალური სიგნალების მაჩვენებელს და მინდა, გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი, ციმციმა მხოლოდ კანონის დადგენილი წესით იყოს გამოყენებული. შუქურა საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ თავად მიიღებენ ასეთ ზომებს. თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში, ქალაქებსა თუ ავტობანებზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ
შემდეგი სტატიაპრემიერი: ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება