გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს ვეტერანებმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ.

“ეს არის დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის საამაყო და ბედნიერი. ზუსტად ეს ბიჭები და ისინიც, ვინც ამ მემორიალზე არ არის დაწერილი, შეეწირნენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ასევვე უნდა გავიხსენოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტი, უნდა გავიხსენოთ მერაბ კოსტავა, რომელსაც დღეს ასევე დაბადების დღე აქვს და ეს თარიღიც მივულოცოთ მის ოჯახს, რომლისთვისაც დღევანდელი დღე ერთდროულად უბედნიერესი და მტკივნეულია. ყველას მივულოცოთ დღევანდელი დღე, რადგან ჩვენ ვიმსახურებთ დამოუკიდებელ ქვეყანას”,- განაცხადა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “მზადდება ახალი პროვოკაცია ნიკა მელიას წინააღმდეგ”