გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ახალი მოადგილეების დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებად კახაბერ გულედანი, ირაკლი მატკავა და გენადი არველაძე დაინიშნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თენგიზ შერგელაშვილი, ეკა სეფაშვილი და ილია დარჩიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამასთან, ზურაბ ალავიძემ სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადა. რეორგანიზაციის ერთ-ერთი პუნქტი სამინისტროში შტატების შემცირებასაც ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ძალიან მკაფიო განცხადება რომელიც “რუსთავი 2-ის” შემთხვევას ხდის როგორც ლაკმუსის ტესტს”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ვისარგებლებდი სამთავრობო ინიციატივით, მაგრამ 2014 წელს აღებული სესხი ფაქტობრივად უკვე გასტუმრებული მაქვს