გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება პაატა მხეიძე;

რუსთავის 30-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად პარტიიდან წარდგენილია გიორგი ბეგაძე;

ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან იქნება გოგა მეშველიანი;

გარდაბანის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი იქნება სავალან მირზოევი.

თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარგენილი ჰყავს გოდერძი ჩანქსელიანი.

მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას.

მარნეულის 36-ე ოლქში კი, პარტიის კანდიდატი იქნება თამაზ ნავერიანი.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, რომელშიც ჩვენი ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გვიშველოს