გიორგი კვირიკაშვილი:რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდოგმარეობაა

თანამდებობებს შს, კულტურის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრები დატოვებენ?

acharaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარაში სტიქიით გამოწვეული ზარალითა და მოსახლეობის მდგომარეობით დაინტერესედა.

როგორც პრემიერის შესაბამისი კითხვის პასუხად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ინტენსიური წვიმების გამო გარკვეული გართულებები მოსალოდნელი იყო.

„ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქედის მუნიციპალიტეტში, მერესის ხეობაში, სამი ხიდი მთლიანად წაღებულია, ორს ბურჯები აქვს გამოცლილი. ჩავთვალოთ, რომ ხუთი ხიდი არის თავიდან გასაკეთებელი. თუმცა, ეს მიმართულება არ არის მთლიანად საშიში, რადგან იქ სოფლებთან დასახლებულ პუნქტებთან არ გვაქვს საქმე, იქ მეჯოგეებს გადაყავდათ საქონელი. ხიდების აღდგენას დრო დაჭირდება. უფრო ცუდი მდგომარეობაა შუახევში, იქ ოთხი ხიდია წაღებული და ოთხი სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მაღალი გავლადობის მანქანებისთვის შემოვლითი გზა არის. ამ ოთხი ხიდიდან ერთია მნიშვნელოვანი, რომელიც აღგვადგენინებს სრულყოფილ კავშირს მოსახლეობასთან, სამუშაოები უკვე დაწყებულია, აჭარა თავისი ძალებით აკეთებს, ჩვენ გვთხოვეს და საინჟინრო დახმარებას ვუწევთ, გვთხოვეს და რკინიგზიდან უნდათ ვაგოენბის ძარები ხიდისთვის“,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა ეკონომიკის მინისტრს, აჭარის რეგიონს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს.

„კარგია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს, ეს არის ყველაზე მთავარი. თუ არის კომუნიკაცია საჭირო ან პროდუქტის, წყლის მისაწოდებლად, ყველა ამ მიმართულებით ჩავერთოთ, გავიაროთ ეს საკითხები. ფინანსთა სამინისტროდან გიორგი თაბუაშვილს მინდა, ვთხოვო, რომ დამატებითი რესურსი, რაც იქნება საჭირო, მოვიძიოთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ეს შედეგები. რაც ვნახე კადრები, კატასტროფული მდოგმარეობაა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიაჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოსა და მანავში, რამდენადაც ვიცი, შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა