გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოჯახის შექმნა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოჯახის შექმნა მიულოცა.

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს კოლეგას, ქალბატონ თეა წულუკიანს მივულოცო ოჯახის შექმნა, ვუსურვო ბედნიერება და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება”,-აღნიშნა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გათხოვების შესახებ სოციალურ ქსელში 4 დეკემბერს დაწერა.

თეა წულუკიანის მეუღლეა ნუგზარ კაკულია, რომელიც ადრე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ იმ წრიდან, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ვტრიალებთ
შემდეგი სტატიაპრემიერის შეფასებით, ადმინისტრაციული ხარჯების 30%-ით შემცირება უპასუხისმგებლო მიდგომაა