გიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა

მინდა, მივესალმო შედეგს, რომელიც იქნა მიღწეული ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ეს არის C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოება; 10 ივნისიდან, საქართველოში, C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი შეძლებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მკურნალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მიღწეული შედეგისთვის მადლობა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს გადაუხადა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით მუშაობს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურანლობის პროცესში 10 ათასამდე პაციენტია ჩართული; ასევე, ძალიან დადებითია, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან მატულობს. მისასალმებელია, საქართველოში C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია მკურნალობის და მე ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ხვალ 10 ტელევიზიის ჟურნალისტს შეხვდება
შემდეგი სტატიათემურ ქეცბაია ათენის ,,აეკის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა