გიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე იმსჯელეს

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა და არტურ რასიზადემ ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც, ორ ქვეყანას შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით არსებობს.

ყურადღება დაეთმო მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

ამ კუთხით განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომელთა წარმატებით განხორციელება, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიზღვაში დაკარგული იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს და პრემიერს თხოვნით მიმართავს, სამძებრო სამუშაოები არ შეაჩერონ
შემდეგი სტატიალაშა ნაცვლიშვილი : დემურ სტურუას საქმეზე გამოძიება სწორად და დროულად დაიწყო