გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა

პარლამენტში ჩვენ გვჭირდება გულანთებული ადამიანები, რომლებიც დაიცავენ თითოეული თქვენგანის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში განაცხადა, სადაც პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ადგილობრივებს წარუდუგინა.
პრემიერმა ახმეტის ყოფილ მაჟორიტარს ზურაბ ზვიადაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდში რჩება. ”მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში მულხჩაუხრელად, ნამდვილად ძალიან ბევრს ზრუნავდა თითოეული თქვენგანის ინტერესებზე. ეს არის ზურაბ ზვიადაური, რომელიც ჩვენი გუნდის, ჩვენი ოჯახის წევრად რჩება. ის არის ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი”, -განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გელა სამხარაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის ძალიან ბევრს შრომობდა სასოფლო-სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარებისთვის. ”დარწმუნებული ვარ, ის ყველა ჩვენგანთან ერთად ხმალამოღებული დამცველი იქნება თითოეული თქვენგანის ინტერესების”, -მიმართა ახმეტელებს გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია მცხეთაში მხარს ცეზარ ჩოჩელს უჭერს
შემდეგი სტატიაშტორმის გამო ანტალიასთან ტურისტული გემი ჩაიძირა