გიორგი კვირიკაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

news
: news მარტი 3, 2016 21:24 განახლებულია

გიორგი კვირიკაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური მდივანი, დეპუტატი დავით ბერძენიშვილი.

შეხვედრა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ საგანგებო განცხადებას უკავშირდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრა „რესპუბლიკელებმა“ ითხოვეს.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.
საუბრის დასასრული

news
: news მარტი 3, 2016 21:24 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics