გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. როგორც „თაიმერს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს ევროპულ საბჭოში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უკვე ევროპულ საბჭოში იმყოფება, სადაც მას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სამუშაო საუზმეზე მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშიარც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ და უნდათ, რომ ის ჩამომართვან
შემდეგი სტატიასავარაუდო კიბერთავდასხმა პაატა ბურჭულაძის ოჯახზე – ადვოკატი პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს