“გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, მივესალმები”

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით იწონებს.

როგორც კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს რომ იყოს კონსტრუქციული, თუმცა მისი თქმით, მათ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული განცხადებების მოსმენა უწევთ.

“გიორგის ინიციატივას კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით მივესალმები. პირადად ჩემთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი. მე პირველივე დღიდან, როდესაც მთავრობის წევრი გავხდი, ყოველთვის ვსაუბრობდი მაგალითად, ენერგეტიკაში იმ განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, თუმცა, ასევე ვსაუბრობდი იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ. რაც ჩვენ ბატონი გიორგისაგნ მოვისმინეთ ეს მისასალმებელია, თუმცა ჩვენ “ნაციონალური მოძრაობისგან” მაინც ვისმენდით სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებულ განცხადებებს და ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა” ისევ წარსულში ჩარჩა. ამ პარტიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა სიცრუე და დემაგოგია”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნება”
შემდეგი სტატიაროგოზინმა ესროლა საკუთარ… ფეხს