გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტი 1-2 დეკემბერს შედგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტი 1-2 დეკემბერს შედგება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიასა და ევროპის საბჭოში, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან.

გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმაც ისაუბრა.

„საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირისთვს პრიორიტეტია, რადგან საქართველომ უკვე დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. არის გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მოხდეს წინსვლა. მე ველოდები პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში. ყველამ განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება არის უკიდურესად პოზიტიური და იმედის მომცემი, ამიტომ საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა”,-აღნიშნა მოგერინიმ”, – განაცხადა მოგერინიმ 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე 50 000, ჟორჟოლიანი 40 000, ბესელია 35 000, კვაჭანტირაძე 30 000 – ვინ რამდენი შესწირა პარტიას?
შემდეგი სტატია2400 ლარი ტესტირებისთვის- შსს-ს არაადამიანურ მოპოყრობაში ადანაშაულებენ