გიორგი კვირიკაშვილი : ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება გვჭირდება

ივლისში NATO-ს ვარშავის სამიტზე ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ვარშავის სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს.

„ივლისში, NATO-ს ვარშავის სამიტზე ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება გვჭირდება. ეს აუცილებელია საიმისოდ, რომ ვარშავის სამიტი გაწევრიანებისკენ გადადგმული ნათელი და თვალსაჩინო ნაბიჯი გახდეს. სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დადასტურება; პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილი: „გთხოვთ გამიგოთ, ვიწვი სირცხვილითა და უხერხულობით“
შემდეგი სტატიაქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტისთვის ემზადებიან