გიორგი კვირიკაშვილი : თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ვიზიტს უპრეცედენტოდ წარმატებულს უწოდებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ხუთ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილიდან დაიძრა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკებების გახსნის თემა.

“საქართველოდან გაფართოვდება იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება, რომ თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს ძალიან დიდი რამ არის. ასევე, სოფლის მეურნეოიბის მიმართულებით მივაღწიეთ შეთანხმებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თურქულ ბაზართან ახალი მოლაპარაკებები დაიწყება”,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კივირიკაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს მდინარე მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი.

“ადგილიდან დაიძრა ისეთი მტკივნეული თემა, როგორიცაა, მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა. შესაბამისად, ახლიდან იქნება მოლაპარაკება ისეთ ლოკაციაზე, რომელიც გარემოს არ დააზიანებს. ასევე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ თურქეთში მყოფი ქართველი პრობაციონერები, პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთში დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა WikiLeaks-თან წვდომა დაბლოკა
შემდეგი სტატიაბათუმში კლუბში სამი ადამიანი დაჭრეს