გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის

მინდა მადლობა გამოვხატო თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ და თურქეთის სახელმწიფოს მიმართ მყარი და თანმიმდევრული პოზიციისათვის საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოწესირიგება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად სახელწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე ამ კონფლიქტების მოგვარება.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უხეშად ირღვევა მცხოვრები ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები. მათ შორის თავისუფალი გადააადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ასევე სიცოცხლის უფლება.

„კიდევე ერთხელ მინდა მადლობა გამოვხატო თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ და თურქეთის სახელმიფოს მიმართ მყარი და თანმიმდევრული პოზიციისათვის ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის კუთხით.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ქალბატონებო და ბატონებო, შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი პოლიტიკური ნება განვავრცოთ სტრატეგიული პარტიორობა და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. ვფიქრობ, მაღალი დონის სტრატეგიული თანმშრომლობის საბჭოს მექანიზმის დაფუძნება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. გამოვთქვამ რწმენას, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები დამატებით იმპულს შესძენს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მადლობას გიხდით გულთბილი მასპინძლობისათვის და მეგობრობისათვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კირიკაშვილი : საქართველო-თურქეთის ურთიერთობები განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია იყოს