გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა და კახი კახიშვილის კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა და კახი კახიშვილის კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა.

“ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის ახლა მოღვაწეობს, სავარაუდოდ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის დღეს მუშაობს”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება, თუმცა არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“მთავარია, რომ საქართველოში დავამკვიდრეთ არჩევნების სრულიად ახალი კულტურა და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად”
შემდეგი სტატია“ამ ოთხი წლის განმავლობაში მოვედით იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტი ჟანგბადი აქვს”