გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან მორიგ შეხვედრას მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტების წარმომადგენლებს ხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ერთი კვირის წინაც შეხვდა, სადაც მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც ესწრება. პრმიერთან შეხვედრამდე, სტუდენები განათლების მინისტრსაც შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა განათლების კანონში ცვლილებები და სტუდენტური თვითმმართველობების რეფორმა იქნება.

banner
წინა სტატიაშისამტრედიაში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
შემდეგი სტატიადიღომში სასწრაფო დახმარების მანქანა ბოძს შეეჯახა