გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე – ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადეობრივ მაუწყებელში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამედროვე და საინტერესო ტელევიზიად ჩამოყალიბდება.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, მთავრობა და ხელისუფლება დაინტერსებულია, საქართველოს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესამაბისი დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰყავდეს. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო. გვინდა, რომ მაუწყებელი ჭეშმარიტად საზოგადეობრივი ინტერესების გამომხატველი ტელევიზია იყოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს მიესალმება, რომელიც სხვადასხვა მიდგომების ჭიდილს გულისხმობს, რაც ჯანსაღი პროცესია.

„მივესალმებით საზოგადეობრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს. მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი იყოს. დარწმუნებული ვართ და გვინდა იმედი გვქონდეს, რომ პროცესები ცივილურად წარიმართება და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს, რომელიც ამის საფასურს საკუთარი ჯიბიდან იხდის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმატება უსურვა და იმედი გამოვთქვა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოსახლეობა ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიიღებს, რომელიც ძალიან საინტერესო და თანამედროვე იქნება.

banner
წინა სტატიაში“გაუგებარია, რატომ არ მოხდა, პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება” – გიორგი აბაშიშვილი
შემდეგი სტატიააფხაზეთში დატყვევებული ქართველი მებრძოლის მეუღლე მშრალ შიმშილობას განაგრძობს