გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

რუმინეთის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ–მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების შესაძლებლობებზე.

რუმინეთის ელჩმა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანვე ხაზი გაუსვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს და ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო