გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს უკან დასახევი გზა არ აქვს, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ

დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ამ ხედვისადმი ყველას ნდობა გამოცდას განიცდის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს უკან დასახევი გზა არ აქვს, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ“.

„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით.. საქართველო ევროსაბჭოს 1999 წლის აპრილში შუერთდა. არის რამდენიმე ინსტიტუტი, რომელიც მთლიან და თავისუფალ ევროპას წარმოაჩენს და ერთ-ერთი მათგანი ევროსაბჭოა. საქართველომ რამდენიმე ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რომ ევროპული ერების კლუბში მიეღოთ. ეს იყო ეროვნული სტრატეგია. თუმცა, ევროსაბჭოში გაწევრიანებით, ჩვენ ევროპელები ამ სიტყვის უფრო ღრმა გაგებით გავხდით: ისტორიული ფესვების დაფასებით და ამავე დროს ინდივიდუალური მოქალაქის უფლებების გაფართოებით. იყო ევროპელი არ აის გეოგრაფიული განცხადდება. ეს არის უპირველეს ყოვლია უსაფრტხოების, ღირსების, თავისულების, შესაძლებლობის გრძნობა, რომელიც ასახავს გარკვეულ სოციალურ კონტარქტს. ჩემი ქვეყანა ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მისი მოქალაქეები ღირსეულად არ იცხოვრებენ. იდეა, რომ მოქალაქეებს აქვთ განუყოფლეი უფლეები, რომლებიც უმრავლესობის ტირანიას არ ექვემდებარება, არის ევროპს დემკრატიული გამოცდილების გული. ჩვენ ვამზადებთ ევროპული ხარისხის სოციალურ კონტარქტს. ეს არის კონტარქტი, რომელიც არ ექვედმებარება რატიფიცირებს, ვეტოს, პირობებს, დამკიცებას ან მოლაპარაკებებს. ჩვენ მივიწევთ წინ, გარკვეული შიდა და საგარეო პრობლემებისა და პირბების მიუხედავად“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ცხელი, არაპროგნოზირებადი, თუმცა ინციდენტების გარეშე არჩევნები