გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ქართული მხარე ვარშავის სამიტზე იმ პროგრესის დადასტურებას ელოდება, რომელსაც ამ კუთხით მიაღწია.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შვარშავის სამიტის შედეგად, საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია NATO-სთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი, და საქართველო იქნება კიდევ მეტად დაცული.

“ვარშავის სამიტს რაც შეეხება, ხვალ იხსნება NATO-ს ვარშავის სამიტი, ამ სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ ერთხელ დადასტურებას – 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ასევე დადასტურებას იმ პროგესის, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით, NATO-სთან ჩვენი სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე დემოკრატიის განვითარების კუთხით, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე – კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გაწევრიანდეს NATO-ში. ვარშავის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის და ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად, საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია NATO-სთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი, და საქართველო იქნება კიდევ მეტად დაცული”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამატებით 2 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე: ჯონ კერისთან შეხვედრაზე ყველაზე დიდი დრო არჩევნებზე საუბარს დაეთმო