გიორგი კვირიკაშვილი: სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და მისი შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს

სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და მისი შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე არსებული მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და საუბარია მხოლოდ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.

“არავითარ შემთხვევაში ეს ერთეული არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი და არანაირი დუბლირება სამინისტროებსა და ამ ერთეულს შორის არ იქნება. საუბარია მხოლოდ მაკოორდინირებელ სტრუქტურაზე, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს სამინისტროებში შესულ განაცხადებზე, ეკონომიკისთვის დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და გაცილებით ეფექტიანი გახდეს მთლიანად მთავრობის მუშაობა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემმუშავებლები და განმახორციელებლები სამინისტროები და მინისტრები იქნებიან.

გიორგი კვირიკაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“კობა გვენეტაძის მხარდაჭერა ეს არის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებისადმი”
შემდეგი სტატიაციხისძირში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უკვე 3 წელია გამოძიება მიმდინარეობს