გიორგი კვირიკაშვილი : საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია.

ამ თემაზე მან “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.

“გარდა იმისა, რომ 48,8% მხარდაჭერა მივიღეთ, ჩვენ პირველ ტურში გამარჯვებულები მაჟორიტარობის კანდიდატებიც გვყავს. რომც იყოს მრავალმანდატიანი, პროპორციული არჩევნები, მაინც გვექნებოდა იმდენი, რომ მთავრობა დაგვეკომპლექტებინა კოალიციების გარეშე. მხარდაჭერა, რომელიც მივღეთ, არის ძალიან მაღალი მხარდაჭერა.

საკონსტიტუციო უმრავლესობა რომც არ მიგვეღო, ეს არ იქნებოდა ტრაგედია. დაახლოებით, ვფიქრობდით, რომ გვეყოლებოდა 105-110 დეპუტატამდე. ვფიქრობ, საკონსტიტუციო უმრავლესობის დემონიზება მოხდა. ეს შეიძლება, ვიღაცის ხელში იყოს ტრაგედია. ვფიქრობ, “ქართული ოცნების” ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია. მეორეს მხრივ, შეიძლება, ამის შესაძლებლობა იყოს სხვა პოლიტიკური ძალის ხელში”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ამომრჩეველი იაქტიურებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას