გიორგი კვირიკაშვილი : ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი არ დგას.

პრემიერის განმარტებით, თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება, ის ქუთაისის მოსახლეობასთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.

“პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში. დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში უკვე განახლებულ პარლამენეტის შენობაში, ხოლო პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის.

ამიტომ, ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული უახლოეს მომვალში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი აქტიურად განხილული და მათგან თანხმობა მიღებული”,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა “იმედის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია
შემდეგი სტატიაპრემიერი უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე: გამორიცხული არაფერია