გიორგი კვირიკაშვილი – ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით

ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას.

კვირიკაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ ქუთაისისა და მთელი იმერეთის სწრაფი განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ საქართველოს.

”ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდეს ცენტრად გადაიქცეს. ჩვენი ძალისხმევის შედეგი – პირველ რიგში ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. მარტო ასე არის შესაძლებელი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. არ შემიძლია არ აღვნიშნო საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. მოგეხსენებათ, პროექტს ფონდი ”ქართუ” ახორციელებს და მისი ღირებულება თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი არა მხოლოდ ქუთაისის ან იმერეთის, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება მთელ მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანას აქვს ჯანსაღი ამბიცია იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების ცენტრი კი სწორედ ქუთაისი იქნება და ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით, ამას გპირდებათ ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის რეგიონში მერობის 12 კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – იმერეთის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა