გიორგი კვირიკაშვილი: ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა ეგზიტპოლის პირველადი მონაცემები, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს მიმართა და მათ გამარჯვება მიულოცა:

„გილოცავთ ამ უდიდეს გამარჯვებას, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებას, ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული, გილოცავთ, დიდი მადლობა. დღეს საქართველომ გასცა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი, არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება და რა თქმა უნდა ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით ქართული ოცნება მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს, ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ქვეყანა, თითოეული ჩვენგანისთვის, ის რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც მილიონობით ადამიანის გმირობამ მოგვიტანა ჩვენ, მას ასეთივე საამაყო მომავალი აქვს. დღევანდელი გამარჯვება არის გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯცვების, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიპოვა ბიძნა ივანშვილის ხელმძღვანელობით, დიდ მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს ამ გრდამტეხი საამაყო ნაბიჯისთვის საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: გარწმუნებთ, რომ თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი