გიორგი კვირიკაშვილი: პარტია “ქართული ოცნება” მნიშვნელოვნად განახლდება

პარტია ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვნად განახლდება – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, ადამიანების გაერთიანება მოხდება მკაფიო მიზნებისა და ფასეულობების გარშემო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრა, რომელიც გუშინ გაიმართა, მნიშვნელოვანი იყო და მასზე რესპუბლიკელებთან ერთად მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მისივე განმარტებით, ეს პროცესი გაგრძელდება და რესპუბლიკელებს და პარტია ქართულ ოცნებას შორის ორმხრივი შეთანხმება გაფორმდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ 2016 წელს პოლიტიკური პარტიები ისევ კოალიციის ფორმატში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ამ შეთანხმების გარშემო კონსენსუსი სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც უნდა იყოს მიღწეული.

banner
წინა სტატიაში(video)გოგა ხაინდრავა: “შენი საქმე არ არის, მე სად ვიჯექი და რას ვლაპარაკობდი”-დაპირისპირება “მაესტროს ფაქტორში”
შემდეგი სტატია“ცდილობენ შეინარჩუნონ თავისი პარაზიტული ადგილი ბიძინა ივანიშვილის მხრებზე” – გია ხუხაშვილი “რესპუბლიკელებზე”