გიორგი კვირიკაშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს”, – ნათქვამია პრემიერის გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში-საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობა” ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ”რეფერენდუმს” გმობს