გიორგი კვირიკაშვილი : ნატო-სთან თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნატო-ს დღეების ფართოდ აღნიშვნის საკითხზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ნატო-ს დღეები 16 აპრილს დაიწყო და 1-ელ მაისამდე გრძელდება.

„წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება რეგიონებში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ შორის – ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად, მართავს არაერთ ღონისძიებას, რათა ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იყოს სათანადო და ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგონ ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ნატო-სთან ინტეგრირების პროცესით; თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ნატო-სთან თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. უმნიშვნელოვანესია ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში, ასევე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და გენერალური მდივნისგან საქართველოს აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, ეს დღეები სათანადოდ უნდა აღინიშნოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა, მათ ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე : საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხელოვნური მიზეზებით არ გადადებულა
შემდეგი სტატიამაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა