გიორგი კვირიკაშვილი : ,,ნაციონალური მოძრაობის” მცდელობის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხალხს სჭირდება სტაბილურობა.

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ხალხს სჭირდება სტაბილურობა. რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ, არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს დემოკრატიული, ევროპული, გამჭვირვალე არჩევნები. ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, მიუხედავად მათი რეალური მცდელობებისა, რომელსაც ყველანი ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება
შემდეგი სტატიაე.წ. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები დღეს აღარ გამოცხადდება