გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქციის შესახებ

არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არებობს ყველაფერ ამის ზღვარი,- ასე გამოეხმაურ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისის მერიასთან გუშინ გამართულ აქციას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობასა” და მათ ლიდერებს წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები უწოდა.

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ თემას, რასაც ვხედავდით გასული დღეების განმავლობაში. არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არებობს ზღვარი ყველაფერ ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქით გადასული. ამ ადამიანებს პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video)თბილისის მერია, ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით, შენობაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ზაფხულის მომავალი სეზონისთვის დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი