გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს დაასახელებს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას სამშაბათს, 22 ნოემბერს წარადგნეს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის პრესსამსახურში აცხადებენ.

“საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მისივე განკარგულებით, არსებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის შესრულება დაეკისრა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს”,-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიასაზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა გომში- გარდაცვლილია მამაკაცი