გიორგი კვირიკაშვილი: მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ

“მთავარია, რომ ჩვენ კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი კვირკაშვილის თქმით, დიალოგი და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენა მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სამაგალითო არჩევნები ჩატარდეს.

“ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ცივილიზებურად ვისაუბროთ, მოვისმინოთ ერთმანეთის და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ევროკავშირთან ასოცირების მნიშვნელოვან პროცესში. ბოლო დროს საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერისა და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მოითხოვს. მათი ინიციატივით არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება აჭარისა და გურიის სოფლების ნაწილს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკური გადაწყვეტილება სპეც-უბნების გაუქმებაზე უკვე მიღებულია