გიორგი კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ

kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება სახელმწიფოში არ უნდა იყოს წახალისებული, თუმცა გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება და შეფასებები ამ საკითხთან მიმართებაში უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა, დავაპატიმროთ. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამით ამ ახალგაზრდას შეიძლება, დავუნგრიოთ სიცოცხლე და მოვუსპოთ იმის შანსი, რომ მომავალში აღარ მოიხმაროს ეს ნარკოტიკი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

რაც შეეხება მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაციას, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის ლეგალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია.

„რაც შეეხება ლეგალიზაციას, რომელიც დეკრიმინალიზაციისგან განსხვავებული საკითხია, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ლეგალიზაცია უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ჩემი პასუხია, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მსუბუქ ნარკოტიკთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების სურვილი აქვს.

„მე ვეცდები ყველანაირად, რომ ამ კუთხით მოსაზრებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოვახდინო და ცვლილებებიც განვახორციელო“. – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში დამთვარდება საძინებლებში ძრომიალი”-კვირიკაშვილი ფარულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიადაკავებული ”ფორუმელის” ოჯახი განცხადებას ავრცელებს