გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონს

პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას სთხოვს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებას გაგებით მოეკიდონ. კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შსს-ს მოუწოდა, კანონის აღსრულებაზე ეფექტური კონტროლი განხორციელდეს.

“1-ელი მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის თანახმადაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში- 10%. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას. განსაკუთრებით ბიზნეს-სუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ, მოვუწოდებ გაგებით მოეკიდონ ამას. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შს სამინისტროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შს სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითხოვნით მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი
შემდეგი სტატიაფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იზრუნებს