გიორგი კვირიკაშვილი: მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას

მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომელთან ერთადაც ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა კი, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები წარადგინა, სადაც ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და ილია ელოშვილი აღარ არიან.

არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური კონკურენციის სამსახურს უხელმძღვანელებს, ნოდარ ჯავახიშვილი შესაძლოა, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილედ დაინიშნოს, ხოლო ილია ელოშვილიკვლავ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადურის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები საჭირო იყო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღად 28 ნოემბერი დაასახელა