გიორგი კვირიკაშვილი: მინისტრებს არ უნდა ქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის კორექტირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კორექტირება მოემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების ჯანდაცვისთვის დახარჯული თითოეული თეთრი უფრო ეფექტურად იქნეს გამოყენებული:
„ეფექტურად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ მათ ვისაც მეტი საჭიროება აქვს მიიღოს მეტი, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკუთარი შესაძლებლობა მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი. მინისტრებს არ უნდა ქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ. მე არ მაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი და ვსარგებლობ კერძო დაზღვევით. ეს უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის რომელსაც საკუთარი საკმარისი შემოსავლები გააჩნიათ“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმედიასთან შეხვედრაზე მისულ პრემიერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეძახილებით დახვდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვაქვს განწყობა, ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ