გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის განცხადებას მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით საფუძველი აქვს

მინისტრი რასაც საუბრობდა, აქვს საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქობულეთში, შს მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.

როგორ მღებრიშვილმა აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პარტიები აპირებენ არჩევნების მიმდინარეობისას და არჩევნების შემდგომ გარკვეულ პროვოკაციებს.

“ჩვენ ამ მიმართულებით მობილიზებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, შინაგანს საქმეთა სამინისტროს აქვს ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტებმა ჩრდილოეთ კორეაში ატომური აფეთქების შემდეგ რადიონუკლიდები ვერ იპოვეს
შემდეგი სტატია“ბოლო ოთხ წელიწადში ვერ დამისახელებთ ბიზნესმენს, რომელიც ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და მისთვის არასასურველი პროექტის განხორციელება მოსთხოვეს”