გიორგი კვირიკაშვილი: მედიის თავისუფლების მიმართულებით უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ

ლონდონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მედიის მდგომარეობა იყო. კვირიკაშვილის თქმით მედიის თავისუფლება საქართველოში სრულიად დაცულია, მასზე ზეწოლა არ ხორციელდება.

„ამ მიმართულებით ჩვენ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. რამდენიმე წლის წინ მედიაზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა. ყველა ქართული მედია საშუალების ნარატივი სრულიად იდენტური იყო. დღეს თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორი კრიტიკულია მედია მთავრობის მიმართ, თუმცა მათ საქმიანობაში არავინ ერევა. ეს სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერაც დასტურდება. ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლებას, საქართველო, ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, ამ მხრივ მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ციფრული სამაუწყებლო რეჟიმის შესახებაც ისაუბრა . მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ციფრული სამაუწყებლო რეჟიმი შექმნა. დღეს კი საკაბელო ტელევიზიის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მედიაპლურალიზმი. ასევე, Freedom House-ის ანგარიშებისა და ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეს“ მონაცემებით, საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

banner
წინა სტატიაში2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიათვითმფრინავის ბორტზე ბომბის შესახებ ინფორმაციამ გერმანული პოლიცია დააბნია