გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს გააცნობს სამთავრობო პროექტებს, ახალ ინიციატივებს და სამომავლო გეგმებს, მოისმენს მათ პრობლემებს და უპასუხებს შეკითხვებს.

შეხვედრა ხვალ, 14.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძის აზრით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა “მრეწველებთანაც” უნდა გამართოს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ,,ვმუშაობთ რათა კოალიციამ ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში”