გიორგი კვირიკაშვილი : მაჟორიტარობის კანდიდატები სიის ქვედა ეშელონებში არიან, რადგან მათ გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარები ყოფილიყვნენ სიის ქვედა ეშელონებში, გამომდინარე იქიდან, რომ ვართ მათ გამარჯვებაში დარწმუნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

“მეორე ტურის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ მან განსაკუთრებით უნდა იაქტიუროს ბოლომდე. შესაძლოა, გარკვეულ ოლქებში იყოს მეორე ტურები და გვინდა ბოლომდე დავუტოვოთ მოტივაცია ჩვენს ამომრჩეველს, რომ აქტიურად მივიდნენ და ხმა მისცენ იმ ადამიანს, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ. მინდა ვთქვა, რომ კანდიდატების ნაწილი, რომელიც ჩვენ საგურამოში წარვადგინეთ, სიის წამყვან ათეულში მოხვდნენ. პირველი 11 თუ არ ჩავთვლი ჩემს კანდიდატურას და კახა კალაძის, ესენი არიან ახალი სახეები და ნაწილი მათგანი, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი მაჟორიტარული ოლქების მიმართულებით, ისინი დასახელებული არიან მაჟორიტარად. ვინაიდან, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპი, რომ მაჟორიტარები არ ყოფილიყვნენ სიის ათეულში, ისინი ანბანის მიხედვით სიის ქვედა ეშელონებში მოხვდნენ.“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა
შემდეგი სტატიაპენტაგონმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა